სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის სასწავლო კურსს აგრძელებს 25 ნოემბერი, 2019

საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა   მუნიციპალიტეტების განვითარების კურსის ფარგლებში აჭარაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბათუმის ოფისში, აჭარის ა/რ-ის მუნიციპალიტეტების 10-ზე მეტი  საჯარო მოხელის ჩართულობით მიმდინარეობს.

სასწავლო კურსის  განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან  შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რისკზე დაფუძნებულ მიდგომებს და შიდა სამართლებრივ რეგულაციებს.

პროგრამის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების პრევენცია, რეკომენდაციების შესრულების  მაჩვენებლის გაუმჯობესება.

ტრენინგს უძღვება აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ა/რ-ში კახაბერ კირტავა, რომელსაც შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი პროფესიული ტრენინგების სასწავლო კურსს დეკემბერში, თბილისის ოფისში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის ჩაატარებს.