სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტში 19 თებერვალი, 2015

დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის „სახელმწიფო საწარმოების მართვა და განკარგვა“ მოსმენა.

მოსმენის ფარგლებში, ჩატარდა პრეზენტაცია „სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ ძირითად შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სახელმწიფო საწარმოების დაარსება და მათი კორპორაციული მმართველობის ძირითადი პრინციპების დანერგვის მდგომარეობა, სახელმწიფო საწარმოების წილების/აქციებისა და აქტივების პრივატიზაცია, მოგების განაწილების სისტემა, ასევე ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები.

მოსმენას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ეფექტიანობის აუდიტის წარმომადგენლები.