სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოცდილება გაუზიარა 12 ივნისი, 2024

სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის ანალიტიკოსმა გიორგი ქარქაშაძემ ბაქოში, INTOSAI-ს სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის (WGPD) წლიური შეხვედრის მონაწილეებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილების პრეზენტაცია წარუდგინა.   

აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ვალის მართვის აუდიტში ქვეყნების გამოცდილებები, მათ შორის, რისკების მართვის, ვალის მენეჯმენტის, სასესხო ხელშეკრულებების აუდიტის, ვალის მდგრადობის შეფასების მიმართულებით.

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) სამუშაო შეხვედრას 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. 

INTOSAI-ს ყოველწლიური სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის (WGPD) შეხვედრას წელს აზერბაიჯანის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა. მომავალ წელს WGPD-ის წლიური შეხვედრა რუმინეთში ჩატარდება.