სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბაქოში 29 მაისი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაციების (WB, UNCTAD, IDI) და  27 უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციის წარმომადგენლების მონაწილეობით ქ. ბაქოში სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფის (WGPD) ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ანა მაზმიშვილი, რომელმაც ქვეყნების ფისკალური მდგრადობის შეფასებაში  სახელმწიფო აუდიტორული ინსტიტუციების როლზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილე აუდიტის სამსახურების წარმომადგენლებმა ასევე გააკეთეს პრეზენტაციები მათ ქვეყნებში სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით არსებული პრაქტიკებისა და გამოწვევების შესახებ.  

WGPD ყოველწლიური შეხვედრის მიზანს  წარმოადგენდა გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა სახელმწიფო ვალის აუდიტის მიმართულებით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ნინო ბიწაძე.