სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მათ ორგანიზაციაში დანერგილი ფინანსური მართვის სისტემის მუშაობის გამოცდილება გაუზიარა.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა აუდიტორებს გააცნეს ADB-ის ფინანსური მართვის სისტემა, სახელმძღვანელო სტანდარტები, პროცედურები, ფინანსური ანგარიშგების ფორმები, შესყიდვების პროცედურები და მოთხოვნები შემსყიდველი ორგანიზაციებისა და კონტრაქტორების მიმართ.
ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ADB-ის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანერგილი პროცედურები მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოსამზადებლად, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წლიდან ატარებს.
სახელმწიფო აუდიტორები ასევე მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფინანსური მართვის შესაძლებლობების განვითარების სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ADB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელი და აღმასრულებელი მხარეები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებს და სამუშაო სპეციფიკას.