სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გამოცდილებები გაცვალეს 08 მაისი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გენერალურ აუდიტორ ცოტნე ყავლაშვილსა და აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე ვუგარ გულმამედოვს შორის. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობები აუდიტორულ საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს სტრატეგიული გეგმები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან, ეფექტიანობის აუდიტთან, აუდიტის ხარისხის მენეჯმენტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა საგადასახადო შემოსავლების აუდიტისა და კლიმატ სკანერის აუდიტის განხორციელების გამოცდილება. გარდა ამისა, საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა სტუმრებს გააცნო ტრენინგ პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აუდიტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრა ასევე მოიცავდა თემატურ დისკუსიებს.