სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკა 13 სექტემბერი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისთან (GAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით მუშაობს.   

ეფექტიანობის აუდიტებში რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების დანერგვა რეკომენდაციის შედეგად მისაღები პოტენციური სარგებლის გაზომვადი ფორმით წარმოდგენას გულისხმობს. 

პროფესიული დახელოვნების მიზნით, სახელმწიფო აუდიტორებმა, აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული უწყების სასწავლი ცენტრის (CAE - Center of Audit Excellence) ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა გაიარეს. 
 
რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მაღალი ინსტიტუციური განვითარების დონეზე მიუთითებს.

აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს.