სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოში მოხსენება წარადგინა 29 მაისი, 2025

აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ა/რ-ში კახაბერ კირტავამ აჭარის ა/რ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით „აჭარის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარადგინა. 

მოხსენებაში შეფასებულია აჭარის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები და გაანალიზებულია საკითხები, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერი ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ბიუჯეტის შესრულების რეალური მაჩვენებლით წარმოჩენის, ასევე საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის, მიზანშეწონილია იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც აღნიშნულია მოხსენებაში. რეკომენდაციების შესრულება გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესს და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს.