სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს მოხსენება წარუდგინა 25 ივნისი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ა/რ-ში კახაბერ კირტავამ „აჭარის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში შეფასებულია აჭარის ა/რ-ის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები და გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების საკითხები. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გასაუმჯობესებლად ასახულია სისტემური ხასიათის ხარვეზების პრევენციული რეკომენდაციები, რომელთა შორისაა: თავისუფალი ფულადი სახსრებით დაიგეგმოს ახალი პროდუქტები/სერვისების შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება; განისაზღვროს ქონების საპრივატიზებოდ მომზადების ვადები და რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსულობის საპროგნოზო მოცულობა; რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით; პროგრამული ბიუჯეტირების ეფექტიანად მართვისთვის გაიწეროს განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით; კონკრეტულ პროექტებზე მოახდინოს საკრედიტო რესურსების აუთვისებლობის გარემოებების იდენტიფიცირება, ხარვეზებზე დროული რეაგირება და მოზიდული ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ა.შ