სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა 10 ივნისი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის უფროსმა, კახაბერ კირტავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მოხსენება წარადგინა.

მოხსენებაში შეფასებულია აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების შედეგები. გაანალიზებულია როგორც ბიუჯეტის დაგეგმვასა და საბიუჯეტო სახსრების ათვისებაში არსებული ხარვეზები, ასევე პროგრამების/ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებული გამოწვევები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სხდომაზე ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.