გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებს IDI-ს მხარდაჭერით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განხორციელებული SAI PMF შეფასების გამოცდილება გაუზიარა.
INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) მიერ ორგანიზებული ვებინარი ეძღვნებოდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას SAI PMF-ის მეშვეობით. ვებინარი მიზნად ისახავდა INTOSAI-ის წევრი აუდიტორული უწყებებისთვის SAI PMF ჩარჩოს ინსტრუმენტის ღირებულების ჩვენებას სამსახურების შესაძლებლობათა გასაძლიერებლად.
შეფასების ჩარჩო SAI PMF წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომლის მიზანია აუდიტის სამსახურების საქმიანობის შეფასება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობის შეფასება SAI PMF მეთოდოლოგიით პირველად 2017 წელს განახორციელა ევროკავშირის მხარდაჭერით. მიღწეული პროგრესის გაზომვისა და ორგანიზაციის განვითარების დონის შეფასებისათვის, სამსახურმა მიმდინარე წელს განმეორებით ჩაატარა SAI PMF შეფასება, რომლის შედეგები სამსახურის შემდგომ სტრატეგიაში აისახება.
