სახელმწიფო აუდიტის სამსახური, აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ელექტრონულ სისტემაზე (ARIS.SAO.GE) წვდომას პარლამენტს გადასცემს.
ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით პარლამენტს შესაძლებლობა აქვს ზედამხედველობა გაუწიოს ყველა აუდიტის რეკომენდაციის, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს და განახორციელოს შესაბამისი რეაგირებები.
აუდიტის რეკომენდაციების შესრულება ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და კონკრეტული სარგებლის მიღებას არაერთი მიმართულებით, როგორებიცაა სახელმწიფო სერვისების მიწოდების, საკადრო რესურსების მართვის, აქტივების მართვის, ფინანსური მართვის, შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემაში ატვირთულია 204 რეკომენდაცია 15 აუდიტის ანგარიშიდან, რომლებიც 2021-2022 წლებში ჩატარდა.
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლიდან დანერგა.


