სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის აუდიტორმა ორგანიზაციამ, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის (BSB) 2014-2020 წლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში. რუმინეთში ქალაქ კონსტანცაში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი ვახტანგ პერტაია წარმოადგენდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოში დახმარებას უწევს რუმინეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას, რომელიც შავის ზღვის აუზის პროგრამის ერთიან აუდიტს ატარებს.
შავი ზღვის აუზის პროგრამა (BSB) წარმოადგენს ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) ნაწილს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და მისი ევროპული სამეზობლო მექანიზმის ფარგლებში (ENI).
პროგრამა ხორციელდება რუმინეთში, ბულგარეთში, საქართველოში, საბერძნეთში, მოლდოვაში, თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში. მისი მიზანია შავი ზღვის აუზის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა-ბიზნესის და მეწარმეობის მხარდაჭერით და ერთობლივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების საშუალებით.
შემაჯამებელი შეხვედრა 2014-2020 წლებში განხორციელებული პროექტების შედეგების განხილვას ეძღვნებოდა.


