სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-ის GSAI პროექტში მენტორის სტატუსით მონაწილეობს   13 სექტემბერი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც INTOSAI/IDI-ის აქტიური პარტნიორი და ლიდერი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია რეგიონში, IDI-ის ორმხრივი მხარდაჭერის პროექტში GSAI (Global SAI Accountability Initiative) მენტორის სტატუსით ჩაერთო და მომავალი წლიდან მისი ბენეფიციარი ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაცია ოფიციალურად გახდება. 

პროექტი მუშაობს მსოფლიოს რვა ქვეყნის აუდიტორული ინსტიტუციისთვის, რომლებსაც სურთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში და პროფესიული განვითარება სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის გასაუმჯობესებლად. 

ტაჯიკეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლები სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მათ მიეცათ აუდიტის სამსახურში არსებული გამოცდილების, პრაქტიკისა და დანერგილი სიახლეების გაცნობის შესაძლებლობა უშუალოდ დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და აუდიტორებთან შეხვედრებზე. 

სამუშაო შეხვედრების თემები იყო რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვა, აუდიტის ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა, ფინანსური და შესაბამისობის აუდიტები, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის პრაქტიკა. 

GSAI-ის პროექტის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა აპრილში, დუშანბეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გაიმართა.