სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში ბელგიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მასპინძლობით გაიმართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული ასამბლეის წევრი 2023 წლის დეკემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ გახდა.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ასამბლეის შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს 2024-2025 წლებში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აუდიტთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს დაგეგმილი კონფერენცია, ეფექტიანობის აუდიტორების პროფესიული განვითარების პროგრამა, მონაცემთა ანალიზის გამოყენება აუდიტის პროცესში და შემდეგი შეხვედრის ორგანიზაციული საკითხები. სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საკონტაქტო კომიტეტის წლიურ შეხვედრაში. ღონისძიების მონაწილეები შეხვდნენ ბელგიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის პრეზიდენტს ჰილდე ფრანსუასაც.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ევროკავშირის 36 წევრი და კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ლუქსემბურგიდან, მალტადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, მოლდოვადან, მონტენეგროდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით კოსოვოდან, ასევე ევროპის აუდიტორთა სასამართლოდან, ევროკავშირისა და ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის OECD/SIGMA-ის პროექტიდან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ასამბლეას ესწრებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.

