სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აშშ-ის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) წარმომადგენლებთან აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმოხილვის და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
აუდიტის დახელოვნების ცენტრის (CAE) დირექტორი ქეთრინ სიგერუდი და ცენტრის წარმომადგენელი სტივენ ლორდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეწვია.
აუდიტის დახელოვნების ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტების ხარისხის მიმომხილველთა ჯგუფს ტრენინგები ჩაუტარეს და ამ მიმართულებით აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) გამოცდილება გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე ეთიკის კომისიასთან, რომელმაც ამერიკელ კოლეგებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული პრაქტიკა გააცნო და მათგან აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში დანერგილი აუდიტორული ეთიკის პრაქტიკების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (CAE) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 2019 წლიდან დაიწყო.


