სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ბიუჯეტის შესრულების შესახებ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარედგინა 28 მაისი, 2025

აფხაზეთის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ნოე ქაშიბაძემ აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აფხაზეთის მთავრობის ანგარიშზე მოხსენება წარუდგინა. ამავე სხდომაზე მან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს  გააცნო დასკვნა კანონპროექტზე „აფხაზეთის ა/რ-ის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. 

მოხსენებაში შეფასებულია აფხაზეთის ა/რ-ის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების მდგომარეობა, მიღებული შედეგები და ის ფაქტორები, რომელთაც გავლენა იქონიეს საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე;  გაანალიზებულია ბიუჯეტის დაგეგმვის, სახელმწიფო შესყიდვების მართვის, სარეზერვო ფონდის განკარგვის, აღრიცხვა-ანგარიშგების და პროგრამული ბიუჯეტის შესრულების მნიშვნელოვანი საკითხები.

აუდიტორები მოხსენებაში საბიუჯეტო ასიგნებების დროული და თანაბარზომიერიათვისების მნიშვნელობაზეც წერენ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ხელს შეუწყობს  ბიუჯეტის დაგეგმვა-ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.

უმაღლესი საბჭოს პლენარულ სესიაზე წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილების შესახებ დასკვნაში შეფასებულია კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობა და კანონიერება. გაანალიზებულია ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტში მოცემული ინფორმაცია წარდგენილია თუ არა ფინანსური ანგარიშგების არსებული პრინციპების შესაბამისად, ხოლო ყველა არსებითი დაშვება − ადეკვატურად განმარტებული თანდართულ მასალებში.