სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის SDGs აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკას იზიარებს 22 ივლისი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაერთო INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) ახალ პროექტში, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს, მათი ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების აუდიტის მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას დაუჭერს მხარს. 

IDI-ის ორგანიზებით და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UNDESA) მასპინძლობით, გაეროს ყოველწლიური უმაღლესი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში (HLPF), ნიუ იორკში, 14-19 ივლისს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის მთავარმა ანალიტიკოსმა ნინო ფრუიძემ. სამუშაო შეხვედრაზე SDG-ების შესრულების აუდიტის ჩატარების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.  

IDI სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, INTOSAI-ს წევრებს აცნობს SDGs აუდიტის მოდელის (ISAM) განახლებულ ვერსიას, რომელიც აუდიტის ჩატარების პრაქტიკული ინსტრუქციაა SAI-ებისთვის.