სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  26 ივნისი, 2024

გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარადგინა.

2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 51 აუდიტი, რითაც ჯამურად დაფარა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 89%. სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია შემოწმებულ ორგანიზაციებთან რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რითაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის გაძლიერებას.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წარმოდგენილია სისტემური ხასიათის საკითხები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.