სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 20-მდე ახალგაზრდა აუდიტორ-სტაჟიორთა მომზადების პროგრამაში ჩაერთო. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუდიტორ სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობაშიც ჩაერთვებიან. კერძოდ, გაეცნობიან აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და ბიუჯეტის ანალიზის დაკავშირებულ საკითხებს და აუდიტის ანგარიშების მომზადების პროცესს.
აუდიტორ სტაჟიორები, რომლებიც პირველ 6 თვეში წარმატებით წარმოაჩენენ უნარებს და მიღებულ ცოდნას, კიდევ 6 თვით გაუგრძელდებათ სტაჟირების პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ ექნებათ რეალური შესაძლებლობა, დასაქმდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
პროგრამის მონაწილეები სტაჟირებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ადმინისტრაციულ ოფისებში გაივლიან.
