სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და GIZ-ის პროგრამას ”საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 25 სექტემბერი, 2014

დღეს, 25 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამას „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმზე ხელი გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და GIZ-ის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ბერნდ მიულერმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი საკითხებია:

1) საჯარო ფინანსების მართვისა და კონტროლის სფეროში მიმდინარე რეფორმების, საქართველოში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიის გაძლიერების ხელშეწყობა.

2)  2014-2016 წლებში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებები: მათ შორის,  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეფექტიანობის აუდიტის დანერგვა, ერთობლივი აუდიტების ჩატარება,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, შიდა სტრუქტურული ორგანიზაციისა და სამუშაო პროცესების შემდგომი გაუმჯობესება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის განვითარება, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.

მემორანდუმის გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 1998 წელს დადებული შეთანხმება და 2013 წელს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები.

იხ. რადიო  ტელესიუჟეტები