დღეს, 28 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება, ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით.
„დღეს საქართველოს უნივერსიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. ეს მემორანდუმი შექმნის საფუძველს, რომ ჩვენს სამსახურში წარმოდგენილნი იყვნენ წარმატებული და წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც პირველ ეტაპზე გაივლიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ვინაიდან ჩვენს პრიორიტეტს სწორედ პროფესიონალური კადრების მოზიდვა წარმოადგენს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკის გავლა.
მემორანდუმს ხელს მოაწერა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მანანა სანაძემ.
იხ. ვიდეო
