სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დონორთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 20 ივნისი, 2019

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, ერევანში, სხვადასხვა ქვეყანაში USAID-ის წარმომადგენლობისა და სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის  მიზანი იყო USAID-ის ვაშინგტონის, რეგიონული და მსოფლიოს10-მდე ქვეყანაში განლაგებული მისიების წარმომადგენელთა მხრიდან სომხეთისა და საქართველოს აუდიტის სამსახურებთან არსებული თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება მსოფლიოში ეფექტიანი ჩართულობის გაზრდის მიზნით. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ინსტიტუციურ განვითარებაში დონორი ორგანიზაციების როლზე, სადაც საქართველოს მხრიდან პრეზენტაცია საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო კერესელიძემ წარადგინა. პანელს INTOSAI-ის ბრიტანელი ექსპერტი დეივიდ გოლდსუორთი ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სტრატეგიული ანალიზის სამსახურის უფროსი შოთა ჯამბურიძე.