სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ა/რ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა  22 მაისი, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა კირტავამ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე   სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ წარადგინა.

მოხსენებაში მიმოხილულია აჭარის ა/რ  2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და ყურადღება გამახვილებულია ისეთ ძირეული საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე. 

ანგარიშთან ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.