სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა 06 ივნისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა კირტავამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

მოხსენებაში მიმოხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.

ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს  ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.