სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური - EUROCONTROL-ის - საჰაერო ნავიგაციების უსაფრთხოების (ევროპული ორგანიზაცია) აუდიტის საბჭოს წევრი 21 იანვარი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROCONTROL-ის - საჰაერო ნავიგაციების უსაფრთხოების (ევროპული ორგანიზაცია) აუდიტის საბჭოს წევრი გახდა. აუდიტორული საბჭო ახორციელებს EUROCONTROL-ის სააგენტოს გარე აუდიტის ფუნქციას. აუდიტორული საბჭოს წევრებს წარადგენენ EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნები. 2014 წლის 1 იანვარს საქართველო ამ ორგანიზაციის მე-40 წევრი სახელმწიფო გახდა.

აუდიტის სამსახურს აუდიტის საბჭოში ეყოლება ორი წარმომადგენელი, რომლებიც არჩეული არიან აუდიტის საბჭოს წევრებად 4 წლის ვადით, 2015 წლის 1 ივლისიდან – 2019 წლის 30 ივნისამდე.