სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში 30 ივნისი, 2017

დღეს, 30 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საჯარო სექტორში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა თანამედროვე უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციად, რომელიც ატარებს რისკზე დაფუძნებულ აუდიტებს და გასცემს შედეგზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს“ - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

იხ. ინტერნეტ მიმოხილვა

იხ. ვიდეო

იხ. რადიო