დღეს, 1 ივლისს, საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ’’.
მოხსენებაში წარმოდგენილი იქნა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელები, ბიუჯეტის შესრულების პროცესში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები და შესაბამისი რეკომენდაციები.