სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ’’. 12 ივნისი, 2015

 დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ  დევი ვეფხვაძემ  წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ’’.  

მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელები, ბიუჯეტის შესრულების პროცესში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები და შესაბამისი რეკომენდაციები.

სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

 

(მოხსენება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“)