პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირეულ ინსტიტუციურ გარდაქმნას ტექნიკური თვალსაზრისით და განხორციელდა მსოფლიო ბანკისა და პარტნიორთა გაერთიანებული ჯგუფის (SIDA, DFID, ნიდერლანდები) საერთაშორისო ექსპერტების მიერ, საქართველოში საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის (Public Sector Financial Management Reform Support Project – PSFMRSP) ფარგლებში.
პროექტის შედეგები:
- განახლდა სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
- დამტკიცდა სამსახურის 2009-2012 წლების განვითარების გეგმა.
- განახლდა სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სისტემა.
- განვითარდა სამსახურის პროფესიული შესაძლებლობები აუდიტის სხვადასხვა მიმართულებით.
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა აუდიტის მეთოდოლოგიები.
- შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის სწავლების მოდული.
- სამსახური აღიჭურვა საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე სამომხმარებლო და ქსელური ინფრასტრუქტურით.
- უზრუნველყოფილ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება (ლიცენზირებული საოფისე პროგრამები).
- აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის 4 თვიანი საერთაშორისო პროფესიული მომზადების საერთაშორისო პროგრამა გაიარა სამსახურის სამმა თანამშრომელმა.
- მხარდაჭერილ იქნა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციასა (INTOSAI) და მისი რეგიონული ორგანიზაციების EUROSAI და ASOSAI სამუშაო ჯგუფებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობა.
- სამსახურის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაიმართა მრავალი სამუშაო შეხვედრა, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორული ორგანიზაციებში ასევე ადგილობრივი ექსპერტების მიერ.