სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 05 ივნისი, 2017

2  ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წლის შემაჯამებელი დასაქმების  ფორუმი გაიმართა, სადაც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  უწყებაში არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. ფორუმის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად პროდუქტებს, ასევე ინოვაციურ ვებპორტალს - ბიუჯეტის მონიტორს.

დასაქმების  ფორუმში  მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი 70-მდე კომპანია - კერძო და საჯარო სექტორიდან, რომლებმაც სტუდენტებს შესთავაზეს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია, სტაჟირების პროგრამა და მათ ორგანიზაციებში არსებული სტანდარტები.