სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვიზიტი კანადის უმაღლეს აუდიტორულ უწყებაში 25 ივნისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, უკრაინის და სომხეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აუდიტორებთან ერთად  კანადის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

დელეგაციის წევრებმა  კანადელ აუდიტორებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სამსახურში მიმდინარე სიახლეები გააცნეს.

კანადის  უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე   შემდგომი თანამშრომლობის სურვილი  გამოთქვეს, სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის პრაქტიკის უკეთ შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  წარმომადგენლებმა  გიორგი ჩაკვეტაძემ და  ნინო ფრუიძემ ვიზიტის მონაწილეებთან ერთად შეხვედრები გამართეს, ასევე, კანადის სტატისტიკის სამსახურსა და დასაქმებისა და სოციალური განვითარების სააგენტოში.

სასწავლო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის - „უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2030 დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგისათვის“ ფარგლებში გაიმართა.