სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კორეაში 21 ივნისი, 2016

დღეს, 20 ივნისს, ქ. სეულში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამხრეთ კორეის აუდიტისა და ინსპექტირების საბჭოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ კორეის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და აუდიტის შესაძლებლობების გაზრდას ინოვაციური ელექტრონული სისტემების დანერგვის კუთხით.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ და სამხრეთ კორეის აუდიტისა და ინსპექტირების საბჭოს თავმჯდომარემ, ჰვანგ ჩან-ჰიუნიმ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი და სამხრეთ კორეელი აუდიტორების სამუშაო შეხვედრები თემაზე: „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“.