სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ბაქოში 25 თებერვალი, 2019

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) უმაღლესი აუდიტორული ორგანოების შესაძლებლობების განვითარების პროექტის" ფარგლებში შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის საანგარიშო პალატაში.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სტრატეგიული განვითარების, საკანონმდებლო ჩარჩოს და  სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილებები გაუზიარეს, ასევე პრეზენტაციები წარუდგინეს IT აუდიტის,  აუდიტის მენეჯმენტის სისტემის (AMS), ეფექტიანობის აუდიტისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებზე. 

ორი ქვეყნის  უმაღლეს აუდიტორულ უწყებას შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი  ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საანგარიშო პალატისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ხელმძღვანელებმა  ვუგარ გულმამადოვმა და ირაკლი მექვაბიშვილმა  გააფორმეს   ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც  ორ უწყებას შორის  თანამშრომლობის გაღრმავებას  ითვალისწინებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობია გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (GIZ) „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) უმაღლესი აუდიტორული ორგანოების შესაძლებლობების განვითარების პროექტი“ (Strengthening the capacities of SAIs in the Eastern Partnership countries under the SDG 2030 Agenda).