სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია პოლონელ კოლეგებს შეხვდა 12 აპრილი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით, ვარშავაში პოლონეთის აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა.

პოლონელ კოლეგებთან შეხვედრაზე მათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს აუდიტის პროცესში ხარისხის კონტროლის, აუდიტის თემების შერჩევისას რისკების ანალიზისა და დაგეგმვის, ასევე რეკომენდაციების განხორციელების შესახებ.

დელეგაციის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის პრეზიდენტთან კრზისტოფ კვიატკოვსკისთან, მის მოადგილესთან ვოიცეკ კუტილასთან და ყოფილ გენერალურ აუდიტორთან იაცეკ იეზიერსკისთან. მათ პოლონეთის გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვიზიტი ვარშავაში პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით შედგა.