დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ გიორგი ჯანჯღავამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და მოხსენება „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე.
აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავდროულად, მიმოიხილავს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობას.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ
