სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ 13 ნოემბერი, 2015

12 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე.

აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავდროულად, მიმოიხილავს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობას.

იხ. ვრცლად       დასკვნა

იხ. რადიო

ვიდეო