სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 17 ივლისი, 2015

დღეს, 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ  დევი ვეფხვაძემ, წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“  საქართველოს კანონის პროექტზე. 

აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავდროულად, მიმოიხილავს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც აფასებს კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობას.

იხ.ბმულები