სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადება 15 ივნისი, 2015

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური მწუხარებას გამოთქვამს  13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე წყევტს ყველა დაგეგმილ მივლინებას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და უწყების ბიუჯეტიდან 50 ათას ლარს  დაზარალებულთა დასახმარებლად მიმართავს.

გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი  ჩართულია  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, მიმდინარე კვირის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური დროებით შეაჩერებს აუდიტის ობიექტებზე მუშაობას.

ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები მოხალისეებად  არიან ჩართულნი სტიქიის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად  მიმდინარე სამუშაოებში", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.