სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილებით პოლონეთის სეიმი დაინტერესდა 23 მაისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით პოლონეთის სეიმის აპარატის  კვლევითი ბიუროს თანამშრომელთა დელეგაცია ეწვია.

პოლონეთის სეიმის კვლევითი ბიუროს თანამშრომელთა ვიზიტის მიზანია პარლამენტისა და მასთან დაკავშირებული უწყებების საქმიანობის გაცნობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მათ უწყების საქმიანობის, მიზნების, მიმდინარე აქტუალური თემებისა და  არსებული გამოწვევების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლზე, როგორც  პარლამენტის მხრიდან მთავრობაზე ზედამხედველობის მექანიზმზე.  

დელეგაციის წევრებს გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე შეხვდნენ.

პოლონეთის დელეგაციის წევრები პიოტრ რუსელი და იაკუბ ზაიაკალა თბილისში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობას ეცნობიან. მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის აპარატის, კომიტეტების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.