სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა 03 მაისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა.  

2018  წლის  ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოავლინა.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს  ინფორმაციისთვის მომართავენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კერძო პირები და მედია-საშუალებები. ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაცია 40-მდე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ღია და გამჭვირვალე ინსტიტუცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის   ჯილდოს  მფლობელი უკვე მეოთხედ გახდა.