სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა 12 ივნისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც  ქ. ანკარაში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში   ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების 450 დელეგატი მონაწილეობდა, რომელთა შორის  იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.  

კონფერენციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორის მოადგილე  ეკა ღაზაძე და საერთაშორისო და დონორებთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი   ნინო კერესელიძე წარმოადგენდნენ.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მმართველობის რეფორმის ინოვაციური მიდგომები, მთავრობის შესაძლებლობათა, ანგარიშვალდებულების გაძლიერებისა და სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები.  კონფერენცია საუკეთესო პლატფორმა  იყო   პროფესიული თანამშრომლობის განვითარების, გლობალური ცოდნის გაზიარებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლისთვის.

საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები  იყვნენ  დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), ევროკომისია (EC), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).