სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა 20 ივნისი, 2017

 დღეს, 20 ივნისს , სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ვაჩაძემ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში- მასობრივი სპორტის განვითარების მიმართულებით წარადგინა.


მომხსენებლის ინფორმაციით, ეფექტიანობის აუდიტის ობიექტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და გორის, თელავის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტები წარმოადგენდნენ.

ანგარიში 2014-2016 წლებს მოიცავს და მასში წარმოდგენილია მასობრივი სპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩატარებული იყო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები, რომლის საფუძველზეც საქართველოში სპორტული გარემო, მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის დონე, სპორტული ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო სფერო იყო შესწავლილი. კვლევის შედეგებით გამოკვეთილია მასობრივი სპორტის ირგვლივ არსებული ხარვეზები, როგორიცაა სპორტულ აქტივობებში მოსახლეობის მცირე რაოდენობით ჩართულობა და სპორტის მიმართ ინტერესის ნაკლებობა.

აღნიშნული მიმართულებით გამოვლენილი ნაკლოვანებების გადასაჭრელად აუდიტის სამსახურმა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ოთხი რეკომენდაცია წარმოადგინა, რომლებიც შესაბამისი სამინისტროების მიერ იქნა გაზიარებული.