სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსი აშშ-ის მთავრობის სტიპენდიატი გახდა 22 ივლისი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ბიუჯეტის ანალიტიკოსი, ანა მაზმიშვილი  აშშ-ს მთავრობის ერთ -ერთი პრესტიჟული სტიპენდიის,  ფულბრაიტის პროგრამის (Fulbright Program) სტიპენდიატი გახდა.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის  დაფინანსებით  ანა ტეხასის A&M უნივერსიტეტის (Texas A&M University) ბუშის სახელობის  საჯარო მართვისა და სერვისების სკოლაში (The Bush School of Government and Public Service)  საჯარო სერვისებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე (Master of Public Service and Administration (MPSA)) ისწავლის.

ანა მაზმიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  ექვსი  წელია  მუშაობს  სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით.

U.S. News & World Report-ის მიხედვით, ბუშის სახელობის  საჯარო მმართველობის სკოლა  აშშ-ს საჯარო ადმინისტრირების სკოლების საუკეთესო 10%-ში შედის.