სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას აცხადებს 09 ოქტომბერი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სტაჟირების პროგრამაზე აუდიტორ-სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, სადაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ აუდიტის პროცესში, გაეცნონ აუდიტორულ საქმიანობას, პასუხისმგებლობებს, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის ანგარიშებს, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფასა და ბიუჯეტის ანალიზთან დაკაშირებულ საკითხებს.

სტაჟირების ხანგრძლივობა 6-დან 12 თვემდე ვადით განისაზღვრება. სტაჟირების პირველ 6 თვეში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს სტაჟირების ვადა გაუგრძელდება დამატებით 6 თვე.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით, ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის (IV კურსი) სტუდენტი, ფლობს კარგად ინგლისურ ენას და კომპიუტერულ პროგრამებს (MS Office), აქვს წერითი და ვერბალური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარი და შეუძლია შემჭიდროებულ ვადებში მუშაობა და დროის ეფექტიანი მართვა.

ვრცლად ინფორმაცია იხილეთ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/52175

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 14 ოქტომბერი.