2021 წელს დაწყებული პროგრამა ევროკავშირის უსაფრთხოების სექტორის რეფორმის (SSR) სტრატეგიული ნაწილია, რომლის მიზანია უსაფრთხოების ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების გაზრდა სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი უწყებების სახალხო დამცველის აპარატის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერებით ევროპული სტანდარტის შესაბამისად. პროგრამა მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას ზედამხედველობის ფუნქციის, შიდა სტრუქტურისა და პროცედურების გაუმჯობესებით.
განხორციელებული აქტივობები:
- თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების აუდიტის სპეციფიკურ მიდგომებთან დაკავშირებით დისტანციურად და თბილისში 2022 წლის ნოემბერში ვიზიტით მყოფი პოლონეთის ეროვნული აუდიტის სამსახურის (NIK) წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა ცოდნის გაზიარების სამუშაო შეხვედრები.
დაგეგმილი აქტივობები:
- სამართალდამცავი უწყებების აუდიტის სპეციფიკურ მიდგომებთან დაკავშირებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.
- სამსახურის დახმარება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით.
- სამსახურის მხარდაჭერა აუდიტის რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემის განახლებაში.