დღეს, 28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ( IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე 2016 წლის IDIFI -ის სიგელი გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% -იანი მაჩვენებელი აჩვენა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდეციები და სასამართლო პრაქტიკა.
