სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში 19 მაისი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა მოხსენება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და მიგნებებში აღწერილი საკითხების გარდა, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას. მოხსნებაში მითითებულ ხარვეზებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

იხ. სრულად