სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. ჩატარებული აუდიტიდან დაკავშირებით გამოითქვა პირობითი მოსაზრება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა,რომ:
მთავარ სამმართველოს, 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ანგარიშზე N1440 ერიცხებოდა ნაშთი 26.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი წარმოშობილია 2005 და 2007 წლებში და ძირითადად მოიცავს 2007 წელს შსს მონიტორინგის ჯგუფის სარევიზიო პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილ დანაკლისს, კერძოდ, 3 ერთეულ ავტომანქანას. შემდგომი რეაგირების მიზნით, მთავარი სამმართველოს მიერ მასალები გადაგზავნილია შსს გენერალურ ინსპექციაში.
ზოგიერთ შემთხვევებში, სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და კონკურენციის შემზღუდავ პირობებს ქმნიდა. კერძოდ, ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA120028204), საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში (SPA120007494, SPA120011233 და SPA120002934), ქურთუკების შესაძენად გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA130020865), წინაფრიანი ქუდებისა და ჰალსტუხების შესაძენად გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA130021765) და სხვა.
3. მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების დროს ზოგიერთ შემთხვევებში დაცული არ იყო პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებებით წარდგენილი და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრული პირობები დასარიცხი მოგების ნორმების ოდენობებთან დაკავშირებით. კერძოდ, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე თანდართულ ფორმა N2-ში პირდაპირი ხარჯები ჩადებული იყო არა თვითღირებულებებით, არამედ გაზრდილი ოდენობებით. რის შედეგადაც მიმწოდებლების მიერ მიღებული ფაქტობრივი მოგების ოდენობებმა უფრო მეტი შეადგინა, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვებით და ფორმა N2-ში ნომინალურად დარიცხული მოგების ნორმების მიხედვით. აღნიშნული გარემოება არ შეესაბამება როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე სახელშეკრულებო პირობების მოთხოვნებს. სულ აღნიშნული სახის შეუსაბამობებმა შეადგინა ჯამურად 488.0 ათასი ლარი.
