სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში - 2011 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი 03 მარტი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნის გაცემა და მისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები და შეუსაბამობები ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციასთან, სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესთან.

აპარატის მიერ საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული და ბალანსზე აღრიცხული მის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აპარატმა დაიწყო დაურეგისტრირებელი ოფისების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სამივლინებო ხარჯების გაწევისას არ იყო წარმოდგენილი მივლინებაში მყოფი პირების მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იხ. ვრცლად